
სოფო ბედიას მეუღლე, მიშა მესხი ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში კლიპის დაფინანსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, კლიპითან "ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი არ აქვს.
"ამ კლიპთან დაკავშირებით ბევრს "ამწვარი" იმიტომ აქვს, რომ თითქოს კლიპი "ქართული ოცნების" დაფინანსებულია. ამაზე საუბარი ჯერ არასამთავრობოებმა დაიწყეს, შემდეგ "პატარა ნაცებმა", მოგვიანებით კი - "დიდმა ნაცებმა" - მელიამ, გვარამიამ და ბოლოს - სააკაშვილმაც", - აღნიშნავს სოფო ბედიას ქმარი.
ბოლოს, საკუთარი სიმართლისა და მართალ-მტყუანის გარჩევა კი "დაგინებით" სცადა.