ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ - ვირუსი ვერ არჩევს ერს და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს

Image

ყველას გვაქვს ხატები, ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტები არ ვაწარმოოთ. ხალხო, არაფრისგან არ ვართ დაცულები, ვირუსი ვერ განარჩევს ერს და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლევან ტაბიძემ განაცხადა.

 

როგორც ტაბიძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, მოსახლეობამ ექიმებს მუშაობის საშუალება უნდა მისცეს და მაქსიმალურად ეცადონ, რომ სახლში დარჩნენ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, საქართველოში იტალიის ისტორია განმეორდეს, ტაბიძე პასუხობს, რომ ვირუსის მატების ტენდენცია ნამდვილად მზარდია.

„ეს ბატონმა პაატა იმნაძემ განაცხადა, მე ასეთ განცხადებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტენდენცია არის მზარდი და მასქიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის შემოთავაზება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ასევე, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გვაქვს. წარმოუდგენელია, ამდენი მანქანის მოძრაობა ასეთ დროს, რასაც ახლა თქვენც ხედავთ. ამაზეა საუბარი, რომ წესებს არ ვიცავთ“, - განაცხადა ტაბიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა, სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს, კლინიკური დირექტორი პასუხობს, რომ დისტანციის დაცვის მიუხედავად, იქ ყოფნა საფრთხის შემცველია.

„საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავთ, როგორი წესიც არ უნდა იყოს დაცული დისტაცნიების და ა.შ. ეს მაინც საფრთხის შემცველია. ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი, ამიტომ დაცული არცერთი არაფრისგან არ ვართ. ჩვენი, სამედიცინო საზოგადოების თხოვნა იქნება, რომელებიც მართლა 24-სათიან რეჟიმში ვმუშაობთ, თავი შევიკავოთ გარეთ სიარულისგან. ძალიან კარგი წინადადება ითქვა დღეს, ყველას გვაქვს ხატები, ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტი არ ვაწარმოოთ. ხალხო, არ ვართ არაფრისგან დაცულები, ვირუსი ვერ განარჩევს ერს და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დარჩით სახლში, მოგვეცით ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ამ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენი მონაცემები სულ ერთი ,ორი, სამი, მაქსიმუმ, 5 შემთხვევა იყო. გუშინ 9 იყო, დღეს არის 10, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტია. ძალიან გთხოვთ, მთელ მოსახლეობას, დარჩით სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა წესი“, - განაცხადა ტაბიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !