რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 32008-მდე გაიზარდა.

>>>

წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი - ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული

ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, - ამის შესახებ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1201-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 42-ით გაიზარდა და მთლიანობაში პაციენტების რაოდენობამ 1201 შეადგინა.

>>>

საპატრიარქო - სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

>>>

დაღლილი სამედიცინო პერსონალი (ფოტო)

საათობით მუშაობის შემდეგ, როგორ ისვენებს სამედიცინო პერსონალი

>>>

ბრიტანეთში ორსული მედდა გარდაიცვალა

ბრიტანეთში ლუტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ორსული მედდა გარდაიცვალა. მარი აგიევა აგიაპონგი 5 წლის განმავლობაში  სწორედ ამ ჰოსპიტალში მუშაობდა.

>>>

ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას - 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, დღეს კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება. მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ჯერ არაფერია ცნობილი, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილით გადაადგილებისთვის საშვები

სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილებისთვის სპეციალური საშვები, ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, - ამის შესახებ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.

>>>

13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს

სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

>>>

რატომ შეცვალა ჩინეთმა კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა

ჩინეთის ხელისუფლება არა ერთხელ შენიშნეს იმაში, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ინფორმაციას სრულყოფილად არ ავრცელებს ან  მალავს. მათ შორის იყო ის ბრალდებაც, რომ უხანი სპეციალურად აკლებს კოვიდ-19-ის პაციენტების რაოდენობას.

ქალაქ უხანის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის აფეთქების დროს, ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის რიცხვი ახლახანს განაახლა. მსხვერპლის რიცხვი 1290-დან 4636-მდე გაიზარდა.

Associated Press-ი, ჩინურ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით წერს, რომ რიცხვის ცვლილების მიზეზი, ეპიდემიის დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებების შეცდომები იყო, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ პაციენტების რაოდენობას და დიაგნოზის შესახებ დოკუმენტს, შესაბამის უწყებას, დროულად ვერ აწვდიდნენ.

კერძოდ, სტატისტიკაში თავდაპირველად არ მოხვდნენ დაინფიცირებულები, რომლებიც სახლში გარდაიცვალნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. ქალაქი 2 თვის განმავლობაში მკაცრ კარანტინში იყო.

ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირისის 83,753 შემთხვევაა დაფიქსირებული, 78,4 ათასი გამოჯანმრთელდა.
გასულ დღე ღამეში კი გარდაიცვალა 4636 ადამიანი.  

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?