მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სამედიცინო ღონისძიებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4268-ით გაიზარდა დ მთლიანობაში პაციენტთა რაოდენობამ 47 121-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს 24 საათის მანძილზე 44 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 405 შეადგინა.
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც შეეხება მის ოჯახს, ისინი საკარტინო სივრცეში არიან.
პოლიციამ სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი.
კანადაში, ნოვა სკოტიას პროვინციაში, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში 40-მდე ადამიანი ახალი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უკვე მეორე დღეა ჩინეთში კოროავირუსისგან არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.
უკვე მესამე დღეა სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 20-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა.