
რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.
ქვეყანაში, კორონავირუსის 5642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდეობა 52 763-მდე გაიზარდა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოვლენილი შემთხვევების 45% უსიმპტომო იყო.