-
2020-04-21 13:18
აშშ-ში პროტესტების ტალღა გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც შტატების უმრავლესობაში კარანტინის წესები გაახანგრძლივეს.
ვიდეოებს კი, რომლებიც საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს ადამიანებს და კარანტინის წესებს ეწინააღმდეგება Facebook-ი შლის. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის პრესამსამსახურის ხელმძღვანელი ენდი სტოუნი ავრცელებს.
წაშლილი პოსტები ეძღვნებოდა მიტინგებს კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსიში და ნებრასკაში. სტოუნის თქმით, პოსტები შტატების ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ წაშალეს.
„ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლების მოწოდებას ეწინააღმდეგება სოციალური დისტანციის შესახებ, არ დაიშვება Facebook-ზე“, – განაცხადა სტოუნმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29