იაპონიაში „კოსტა ატლანტიკაზე“ კორონავირუსი ეკიპაჟის 33 წევრს დაუდასტურდა

CNN ცნობით, იტალიურ საკრუიზო გემ „კოსტა ატლანტიკაზე“, რომელიც იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურაშია გაჩერებული, კორონავირუსი ეკიპაჟის კიდევ 33 წევრს დაუდასტურდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით,  პაციენტებს ვირუსის სიმპტომებით სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანენ, ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, გემის კაბინებში იზოლაციაში განთავსდებიან.

შეგახსენებთ, იტალიური საკრუიზო ლაინერი „კოსტა ატლანტიკა“ იაპონიაში მარტიდან არის გაჩერებული. გემზე, რომელზეც ეკიპაჟის 623 წევრი და არც ერთი მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

თბილისში, დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

>>>

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნილა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.

>>>

კორონავირუსი: იტალიაში მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

იტალიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში  იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.

>>>

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 40 კვლევიდან 32 უარყოფითი პასუხია მიღებული, 8 პაციენტის კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 40 კვლევიდან 32 უარყოფითი პასუხია მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 8 პაციენტის კვლევა გრძელდება და მათი ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

>>>

პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის

პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის. საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

>>>

მეთ ჰენკოკი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება

„კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება“. - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი.

>>>

ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, 100 პირის კვლევის პასუხი უარყოფითია

აჭარაში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა 100 პირს ჩაუტარდა და ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში 530 პირი გამოიკვეთა, მათ შორის 300-ზე მეტს სწრაფი ტესტით კვლევა ჩაუტარდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573 პირი.

>>>

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი ტოვებს, რომელთაგან ერთი 2 წლის ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საავადმყოფოს კი 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?