
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა „პლაქვენილით“ მკურნალობა და არც ერთთან არანაირი გართულება არ ყოფილა.
როგორც ენდელაძემ განმარტა, აღნიშნული პრეპარატი მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევებში არ გამოუყენებიათ.
„ამერიკელმა მედიკოსებმა დაუშვეს ეს მედიკამენტი სამკურნალოდ, გააჩნია ამერიკელ მედიკოსებს. ძალიან ბევრმა მიიღო ეს და გაამართლა კიდეც. აზრთა სხვადასხვაობა ყველა მედიკამენტზე და ყველაფერზე შეიძლება იყოს. ჩვენს კლინიკაში ვისაც „პლაქვენილით“ მკურნალობა ჩავუტარეთ, არც ერთთან არანაირი გართულება არ გვქონია. რა თქმა უნდა, არ ჩაგვიტარებია მსუბუქ შემთხვევებთან, სადაც იყო საჭირო ჩავატარეთ და არანაირი გართულება ნამდვილად არ ყოფილა. 100-ზე მეტი ავადმყოფი გვყავს გატარებული და აქედან რაღაც ერთი პროცენტი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არავისთან ჩვენ გართულება არ გვქონია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.