ამირან გამყრელიძე და ხათუნა ზახაშვილი მშობლებს ბავშვების გეგმური იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

Image

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ გეგმური ოპერაციები, ამბულატირიული მომსახურება და სხვა სამედიცინო სერვისები საზოგადოებას მიეწოდოს.

 

„იმუნიზაცია არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კაცობრიობაში პროფილაქტიკური მედიცინის კუთხით არსებობს. იმუნიზაცია არ უნდა შეჩერდეს, იმუნიზაცია გრძელდება. COVID ინფექცია არ უნდა იქცეს სხვა დანარჩენი, ვაქცინით მართვადი ინფექციის რისკების გაზრდის შესაძლებლობად. არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს. ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციისათვის ვაქცინების მარაგი არსებობს. აცერით და დაიცავით“,-განაცხადა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, აუცილებელია ბავშვებს აცრები ჩაუტარდეთ, თუმცა ექიმთან მისვლა წინასწარი შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„აუცილებელია, რომ ბავშვები მაინც მივიყვანოთ ექიმებთან, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს ის აცრა, რომელიც ეკუთვნის, რათა დაცულები ვიყოთ. მადლობა იმ 150 000 ადამიანს, ვინც შარშან წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის შედეგად, წელს წითელას 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მხოლოდ. წელს ვინც კიდევ მოვა, მომავალ ამ დროს წითელა ნული გვექნება და ვიტყვით, რომ წითელას სრული აღმოფხვრისკენ მივდივართ. მანამდე იმედია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, წამალი გამოჩნდება და მსოფლიო და ჩვენც მათთან ერთად, დავამარცხებთ COVID-ს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !