-
2020-04-22 20:52
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აჩვენებს, რამდენად მნიშნველოვანია საერთაშორისო სოლიდარობა.
"დიდ მადლობას ვუხდი ევროკავშირს, რომელმაც საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებისთვის 150 მილიონი ევრო გამოუყო.კრიზისის დროს ევროპის, აშშ-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა",- წერს ზურაბიშვილი.