ანა დოლიძე - ჩვენი მთავარი პრობლემა კორონავირუსის შემდეგ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება

Image

კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი , - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

ანა დოლიძე საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

"კორონას ჟამიანობის პერიოდში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც დიდი შეზღუდვების და დისკომფორტის მიუხედავად, ზრუნავენ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის. მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჩვენი ჩინოვნიკები, რომლებიც რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შეღავათებით სარგენლობენ.

საინტერესოა, თუ არსებობს ფოტო ერთი უმაღლესი დონის ჩინოვნიკის, რომელიც ტელევიზიით გვიდგენს რეგულაციებს, ფეხით რომ გადაადგილდება სურსათის მოსატანად და ფეხით მიდის სამსახურში. მაგალითად, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პრემიერი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე.

მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავაკრიტიკე რეგულაციის დარღვევისთვის, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია. მაგრამ, როგორც ოფიციალურად განმარტავენ, ეს კლასტერი არ ექვემდებარება იმ წესებს და შეზღუდვებს, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდვების ზევით დგანან. ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ სწორედ ამ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან დოლიძე საუბრობს ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაზე და აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სიარულს.

"ხელისუფლების მიერ ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. მათ არ გაითვალისწინეს მდგომარეობა იმ ხალხისა, რომლებიც არ არიან ქალაქში. მე მწერენ დუშეთიდან, ბეთანიიდან, წავკისიდან, მათი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ფეხით სავალ მანძილზე არ არის სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, რაც ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !