თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა 420 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.
გერმანიაში პირბადეების გამოყენება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალურ დისტანცირებასა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აკაკი ხასაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. აკაკი ხასაია ამ დრომდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინ დიდი გზა გასავლელი და კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ. გთავაზობთ ჩამონათვალს, ვისაც ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ გეგმური ოპერაციები, ამბულატირიული მომსახურება და სხვა სამედიცინო სერვისები საზოგადოებას მიეწოდოს.