საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ ოთხ ინფიცირებულთან კონტატში მყოფი 23 პირის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. აღნიშნულის გარდა, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი თვითიზოლაციაშია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.
მომღერალ, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, - „ სტუმრად ნინოსთან“ ახალი ფორმატით აგრძელებს მაუწყებლობას. ინსტაგრამ ლაივში, გადაცემის წამყვანს სხვა და სხვა სფეროდან მოწვეული ჰყავს საინტერესო სტუმრები. გამონაკლისი არც გუშინდელი ლაივი იყო და ნინოსთან სტუმრად ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა ვიხილეთ. საკმაოდ სახალისო ეთერს ბევრი მაყურებელი ჰაყვდა.
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 7 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 106498-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის მანძილზე 101 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვა საერთო ჯამში 1073-ს მიაღწია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. შუახნის მამაკაცი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება. როგორც ექიმი ედიშერ ასათიანი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.