-
2020-05-02 12:10
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი არის რისკის მატარებელი მაღალი ასაკითა და თანმხლები დაავადებით.
“სულ დაგვემატა 16 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გვყავს 582 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებული ქვეყანას დაემატა 23 და 207-ია. წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა წყარო ცნობილია. ჩვენს კლინიკას დაემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 7-დან 1 არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით, ეს არის ასაკოვანი პირი, რომელსაც თანარსებული დაავადებაც აქვს, რისკის მატარებელი პაციენტია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, 7 ახალი შემთხვევიდან 3 მოზარდია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამ 7 ახალ პაციენტში 3 მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, გუშინ გაეწერა 1, დაგვემატა 3 და ამ ეტაზე 13 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარება პროგნოზულად კეთილსაიმედოა არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. ჯამში 47 პაციენტი გვყავს, მათგან 1 კრიტიკულია, 5 არის მძიმე პნევმონიით”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.