-
2020-05-01 23:57
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ არსებობს დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ტიმოშენკოს განცხადებით, რამდენიმე დღეში საზოგადოება დეტალურად შეიტყობს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილისადმი შეთავაზების შესახებ. მისი თქმით, ეს ისტორია დაწყებულია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.
ტიმოშენკო, ასევე, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალიან უხდება ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება, თუკი ბატონი სააკაშვილი ჩვენ ქვეყანას რეფორმირებაში დაეხმარება“ - განაცხადა ტიმოშენკომ და დასძინა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კარგ ურთიერთობაშია სააკაშვილთან.
„ყველა თანამდებობა არ მოითხოვს რადას კენჭისყრას. თუკი საჭირო გახდება რადაში სააკაშვილისთვის კენჭისყრა, ამისთვის ხმები არსებობს“ , - განაცხადა ტიმოშენკომ.