- 
	2020-05-02 12:04	
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც  უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
 
“სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.
  
	    	    
 
თემასთან დაკავშირებული მასალები:
 
			    - 
				        			2017-01-16 19:16
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-11-07 15:15
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-11-07 13:00
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-09-21 14:26