ლალი ტურძელაძე - არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის, დამერწმუნეთ, ხატზე შემიძლია დავიფიცო

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ მისი კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს, რომ კლინიკაში ვირუსის შიდაგადაცემაა.

ჩვენ წესად არ გვაქვს დავასახელოთ პაციენტების პროფესია, ინჟინერია, ექიმია, მედდაა, სანიტარია, მასწავლებელია. ეს ალბათ, საჭირო არ არის. რადგან თვითონ ისურვა, რომ გამოეთქვა თავის თავზე აზრი, კი, ბატონო, ჩვენი ყველას ნებაა. არის, მოთავსებულია, ვმკურნალობთ, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ის, რომ ფილტვები თვითონ გაიშუქა, ეს ასე ალბათ არ არის, ამას არც შევეხები. მკურნალობს ეს ქალბატონი. ალბათ, მათი პროფესიების დასახელება, დამერწმუნეთ, საჭირო არ არის“, - განაცხადა ტურძელაძემ.

მან კატეგორიულად უარყო, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

„ეს ასე არ არის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საავადმყოფო იხურება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლეთა მუშაობის ორკვირიანი ციკლი. დღეს 1-ელი რიცხვია და გამოიცვალა ძველი თანამშრომლების ბრიგადა და შემოვიდა ახალი. ძველ თანამშრომლებს გავუკეთეთ ტესტირება და გავუშვით სახლებში. ახლებსაც თერმმოსკრინინგი ჩავუტარეთ და ტესტირებაც გავუკეთეთ, ისე შევუშვით სამუშაოდ. ისინი 14 დღე იქედან ვერ გამოვლენ, ასეთი მუშაობის სქემა გვაქვს და ჯერჯერობით ამართლებს. ნამდვილად არ გვყავს ინფიცირებულები, ეს თითო-ოროლა შემთხვევაა. მთელი ქვეყნიდან გვყავს მედიკოსები - ზოგი ექთანია, ზოგი ექიმი, ზოგი სანიტარი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვასახელებთ, ჩვენთვის ყველა პაციენტი ძალიან საპატივცემულოა და ყველას ვუვლით ისე, როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს მივხედავდით. საავადმყოფო მუშაობს და არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა კლინიკაში მუშაობს დაინფიცირებული არ არის, დამერწმუნეთ. ხატზე შემიძლია დავიფიცო. ყველას აქვს ტესტები გაკეთებული. საავადმყოფო მუშაობს მთელი დატვირთვით, მთელი მოცულობით და ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ტურძელაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !