-
2020-05-02 12:12
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში 14 აპრილს მოათავსეს. მისივე განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისი, სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, მეორე -მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14