მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებაზე სტრესს შესაძლოა, რაღაც დონის უარყოფითი გავლენა ჰქონოდა, მაგრამ „მთავარი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის“.
მოძრაობა „შეცვალე“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს საკუთარი საქციელის, რადგან ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლიდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების რიცხვმა 2 148-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 33 შეადგინა.
საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო პირობებში დღეს 90 ადამიანს გადაიყვანენ, - აღნიშნულის შესახებ თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა.