
ბოლო დღე-ღამის მანძილზე, იტალიაში კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1900-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 209 328 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 28 700-ს აღემატება.
იტალიაში კორონავირუსისგან დღევანდელი მონაცემებით სულ 79 914 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 100 704-ს შეადგენს.