ამირან გამყრელიძე - დღეს გვქონდა კვლევების პიკი, კორონავირუსზე 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16

Image

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.

 

როგორც მარნეულში მიმდინარე შეხვედრაზე გამყრელიძემ აღნიშნა, 107 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლნისში, 48 თეთრიწყაროში, 33 კი მარნეულში.

„ქვემო ქართლმა შეადგინა 32% მთელი ქვეყნის დაზიანების, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს დღეისთვის მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ჯერჯერობით. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რომ რუსთავში არ გაგვეპაროს რამე, ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. თეთრიწყაროში გვაქვს 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ამ დროისთვის რეკორდული - 1 328 ტესტი ჩატარდა.

„დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერიაში შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !