
თბილისში, ავჭალაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი მათგანი დაიჭრა.
სამართალდამცავებმა კონფლიქტში მონაწილე პირი მალევე დააკავეს.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.