ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, წესით არ უნდა იყოს მატება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამაკაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, ირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. პარლამენტის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.
მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.
11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.