შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი , ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი- “ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით“
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და მოქალაქეების პასუხისმგებლობამ შესაძლებლობა მისცათ კორონავირუსს გამკლავებოდნენ. მისივე განცხადებით, მთავრობამ ეს როგორც პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს მოახერხა.
"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, საერთაშორისო სანქციებზე საუბარი სრული ბოდვაა. მისივე განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ სურს და მისი მიზანი თვითგვემაში ყოფნა და ციხეში მემუარების წერაა, ეს მისი არჩევანია.
გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ . „მსვლელობა თავისუფლებისთვის „ ასე უწოდებენი ისინი თავიანთ საპროტესტო მარშს.
პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში მოწინააღმდეგის გეგმებს ჩაშლის. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ წერილის სახით გამოაგზავნა ციხიდან, ხატია დეკანოიძემ კი პარლამენტის წინ აქციაზე წაიკითხა.
კომპანია “ეკოვუდი” წარმოადგენს ნატურალური ხის მასალების, ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების და ხის დაცვითი საშუალებების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, ექსკლუზიური უფლებით პირდაპირ მწარმოებლებისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში 13:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მათაც აღიარეს, რომ როცა პროკურორი გაუქმებული გირაოს გადახდას ითხოვს, ანუ სამართლებრივ ნონსენსს, ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს.