“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.
აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ, - ამის შესახებ აცხადებს „მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თავისუფლებამსოფლიოში 2021 თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია. ორგანიზაციამ 100 ქულიდან საქართველოს 60 მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების მხარედ არ განიხილავს. ამის მიზეზად მან ოპოზიციის ხელწერა დაასახელა, რომელიც, მისივე შეფასებით, აგრესიულია და უსაფუძვლო განცხადებებს ეფუძნება.
ქმარმა ცოლი აწამა და მოკვლით დაემუქრა, ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც, - ამის შესახებ საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.
პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შარლ მიშელის ვიზიტს, ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების საგარეო ვექტორზე პოსტს აქვეყნებს.