
ალუბლის ყვავილობის სეზონი, რომელიც იაპონიაში გაზაფხულის დადგომის ნიშანია, ბოლო 612 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე დადგა. ამის შესახებ ინორმაციას BBC აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს ქალაქ კიოტოში საკურის ყვავილობის აქტივობამ პიკს 26 მარტს მიაღწია, რაც ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ადრინდელი თარიღია.
საკურის აყვავების თარიღების შესახებ მონაცემები 812 წლიდან ინახება. წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როდესაც ყვავილობის აქტივობამ პიკს 27 მარტს მიაღწია.
საკურა იაპონიაში მხოლოდ 4 დღის განმავლობაში ყვავის, თუმცა ეს მოვლენა ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.