
ანუკი არეშიძის ბრენდი მსიფლიოში უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მისი სამოსით ბევრი ვარსკვლავი იმოსება. ამჯერად ANOUKI-ს ტყავის ორეული ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა და მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლემ, ჰეილი ბიბერმა მოირგო, - ამის შესახებ ANOUKI-ს "ინსტაგრამ გვერდიდან" ხდება ცნობილი.
"ჰეილი ბიბერს აცვია ტყავის ვეგანური პიჯაკი და შარვალი 2021 წლის შემოდგომის კოლექციიდან", - ნათქვამია ANOUKI-ს გვერდზე. როგორც ცნობილია, ფოტო გადაღებულია 26 მარტს, ლოს-ანჯელესის ქუჩაში პაპარაცების მიერ.