
მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებაში განსხვავებული ვარცხნილობებით ხშირად ჩნდება. შეიძლება ითქვას, რომ თამო ექსპერიმენტების მოყვარულია და სიახლეებს ნამდვილად არ უშინდება.
მოდელს უამრავი პარიკი აქვს, რომელიც ძალიან უყვარს და ხშირად ირგებს კიდევაც, რაც მას იმიჯის განახლებაში ნამდვილად ეხმარება.
ვარდისფერი, ფერფლისფერი, ღია ქერა, ახლა კი უკვე მის კოლექციას მომწვანო ფერიც შეემატა.