საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ქართული მხარე დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენებს.
ქარელის სამ სოფელში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი ხნულის გავლებით მონიშნეს. ფაქტს ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ავლევში ნადასტურებს.
ბაქოში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დასრულდა - ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონ „სამტრედიას" მასპინძელმა „ყარაბაღმა" პირველ ტაიმში 3 გოლი გაუტანა - თავი გამოიჩინეს აფრან ისმაილოვმა (10-ე წუთი, პენალტი) და დინო ნდლოუმ (37-ე და 45-ე წუთებზე).
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტმა მაგიდის კუთხეში ააყუდა, ხელისუფლებამ კი ეს წარმატებად მიიჩნია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს საქართველო დაპაუზდა, ხოლო რადგან ეს დაპაუზება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, დაიწყო გადახვევა უკან.
უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესმენი, ოსური და ქართული ფესვების მქონე ზურაბ ხრომაევი ამბობს, რომ სახალხო მღელვარება აფხაზეთში, შესაძლოა ამ რეგიონის გამოღვიძებისა და საქართველოში დაბრუნების მიზეზი გახდეს.
"14 ივლისის "მარშიანელებზე" და არა მხოლოდ..." - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ჟურნალისტი და სააგენტო "ჯიეიჩენის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ჩანაწერს, სადაც მოჰყავს სტატისტიკა, სექსუალური ძალადობისა და გარყვნილი ქმედებების კუთხით საქართველოს მოქალაქეების, ძირითადად, ეთნიკური ქართველების მიერ ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორიც - დაშავდა.
ტვ "იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტში" ჩართვისას, ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა კოტე იოსელიანმა მსახიობ გია კორკოტაშვილის რეპლიკას: "უკან გაიხედე, რა მრენდი გარტყია"(კოტე იოსელიანი ენმ-ს ბანერის ფონზე გამოდიოდა) რეპლიკითვე უპასუხა.