
ორჭოსანი-ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ ოკუპანტები დღეიდან ოკუპირებულ ხაზთან, სოფელ არცევთან მორიგ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას იწყებენ - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია წერს, რომ სამუშაოები 18 აგვისტომდე გაგრძელდება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამუშაოები პროფილაქტიკური ხასიათისაა და რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველი პროგნოზის გამო ტარდება.