-
2017-08-03 20:44
საქართველოს მესამე პრეზიდენტმa, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე და იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით აქვს.
„ისინი ელოდებოდნენ როდის დავტოვებდი ქვეყანას და ეს მაშინ გააკეთეს, ახლა ამბობენ, რომ ჩემს წინააღმდეგ კრიმინალური საქმეა და რომ ექსტრადიცია უნდა მოხდეს. თუ ჩემი ექსტრადიცია უნდათ, ქვეყანაში რომ ვიყავი, ეს მაშინ უნდა გაეკეთებინათ. მათ სამართლებრივი პროცესი უნდა წარემართათ, რომელსაც ლეგალური საფუძველი ექნებოდა. მაგრამ, ლეგალური საფუძველი ლეგალურ პროცედურებს მოითხოვს, რაშიც შედის ადამიანის ინფორმირება. თუ ის დასაკავებელია, მისი დაკავება, თუ ექსტრადიციაა საჭირო, მისი ექსტრადიცია, სასამართლო პროცესის გავლა. ეს არის კანონის უზენაესობა.
"ის, რაც დღეს ხდება, კანონის უზენაესობა არ არის. ჩვენ ვხედავთ შეშინებული პრეზიდენტისა და მისი ოლიგარქი მეგობრების საქციელს, რომლებიც ჩემი საქმიანობით იყვნენ გაღიზიანებული. ეს კონსპირაციაა, შეთქმულებაა პოლიტიკური ოპონენტის თავიდან მოსაშორებლად. ეს საქციელი ძლიერ მთავრობაზე არ მიუთითებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.
წყარო:რუსთავი2