სპორტულ კლუბ „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას“ სახელით მოასპარეზე დავით კვარცხელია და პლამენ სტაიკოვი პორტუგალიაში რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მათ ჩემპიონის თასი თბილისში 30 ნოემბერს ჩაიტანეს.
დღეს დილიდან თბილისში ყველა ძეგლს თეთრი პირბადე უკეთია. უცნობია, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ან რა მიზანი აქვს აქციას.
ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი საქარტველოში კონცერტს გაზაფხულზე გამართავს.
უკრაინისა და საქართველოს პრემიერმინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში კვირიკაშვილმა და გროისმანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთეს.
თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება - ამ თანხას დედაქალაქის მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს. ფინანსთა მინისტრსა და კალაძეს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
მცხეთასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირია დაკავებული. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:
"ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ" -აცხადებს შს მინისტრი, თბილისში, 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შტურმის შედეგად 8 საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.