
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა ქვეყნის ბიუჯეტის პროექტზე შეთანხებას მიაღწიეს.
დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერისთვის 105 მილიონ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
„საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი, ხოლო უკრაინას - სულ მცირე 420 700 000 დოლარი“ - ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში.