-
2018-03-22 10:42
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ მიუსამძიმრა .
"ეს არის ტრაგედია არა მარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოსი და ვფიქრობ, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები,"-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდები წილკანში შაბათამდე გაგრძელდება. ტატუნაშვილს შაბათს ორ საათზე დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამხედროს სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული განთავსდება.