-
2019-08-04 17:42
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვლა „ფორდში“ მჯდომი ქალი, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ერთ-ერთი მათგანი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, მამაკაცს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნება და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.