
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
მთავრობისა და კომისიის წევრებმა პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცეს, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგენს.
ასევე, განიხილეს ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესი.