15 ათასი ლარით დაჯარიმებული ჰიპერმარკეტები

არაოფიციალური ცნობით, ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" და "გუდვილი" 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმეს.

>>>

ანგელა მერკელი - გერმანიაში სწავლა და მცირე ბიზნეს საქმიანობა 4 მაისიდან აღდგება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები  4 მაისიდან გაიხსნება. ასევე, აღდგება მცირე ბიზნეს საქმიანობაც . მისი თქმით, ადამიანებმა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ პირბადეები, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროება.

>>>

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 126 მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა, აქედან 126 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

>>>

ლენტეხში მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა

ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა. პროცესის შედეგად რაიმე სახის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.

>>>

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

>>>

ბულგარეთის დედაქალაქი განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა

ბულგარეთში, სადაც კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 38 გარდაიცვალა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.

გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.

>>>

მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

>>>

გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამის მსახურება არ ჩატარდება

გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამის მსახურება არ ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია კვირას, ე.წ. კომენდანტის საათის გასვლის შემდეგ დაიწყება და მრევლს ტაძარში მისვლის შესაძლებლობაც აღდგომის დღესასწაულის დღეს - დილით მიეცემა.

„არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ტაძრებში ღამის ლიტურგია ჩატარდება თუ დილის. წმინდა ცეცხლი საქართველოში დილით ჩამობრძანდება და ტაძრებშიც დილით გადანაწილდება. მრევლს სწორედ აღდგომის დილას შეეძლება ტაძრიდან ცეცხლის წაღება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნელ-ნელა და რეკომენდაციების დაცვით შევიდნენ ტაძარში“, - აღნიშნა გორისა და ატენის ეპქრქიის მღვდელმა მამა გიორგიმ

31 კადეტი, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა

ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას TheMoscowTimes-ი ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს სანქტ პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია 31 პირი.  

ცნობისთვის, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებოდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო ლიდერებიც. გუშინდელ დღემდე, მოსკოვის განცხადება აღლუმის გადადების შესახებ არ გაუკეთებია. წუხელ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები გადაიდო.

ნათია თურნავა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებას აანონსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მომავალი კვირიდან იმ კომპანიების შემოწმებას აანონსებს, რომლებიც ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?