უკვე მეორე დღეა ჩინეთში კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა

უკვე მეორე დღეა ჩინეთში კოროავირუსისგან არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

>>>

სამხრეთ კორეაში 24 საათში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა

უკვე მესამე დღეა სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 20-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა.

>>>

ნიკა მელია - „კომენდანტის საათია“, ეს ხელს არ უშლით შსს-ს თანამშრომლებს ღრეობის მოწყობაში, არც იმაში, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან - ბრმა ტყვია კლავს უდანაშაულო ქალს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კომენდატის საათის“ დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

>>>

ბრაზილიის პრეზიდენტი საკარანტინო ზომების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეურთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

>>>

პოლიციამ ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. როგორც „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

>>>

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ფაქტზე, რასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

>>>

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 40 000 აჭარბებს

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 000 აჭარბებს. ინფორმაციას CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 40 585 ადამიანი.

>>>

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 410 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 410 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი შაბათის მონაცემზე თითქმის 150-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 20 639 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 528 ადამიანი დაინფიცირდა.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 291-მდე გაიზარდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 291-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

>>>

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკა

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?