უკრაინის პრემირმინისტრის, არსენი იაცენუკის განცხადებით, ყველა ვინც სეპარატიზმსა და განხეთქილებას მხარს უჭერს, პასუხისგებაში იქნება მიცემული:
„საფრანგეთმა გადახედა რუსეთთან თანამშრომლობის პირობებს და გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია შესაბამის ზომებს არ მიიღებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატაროს“, - ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა Reuters-ს განუცხადა.
პრორუსული აქციის მონაწილეები და ყირიმის თავდაცვითი ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი სოჭის ნაცვლად შესაძლოა ლონდონში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟძი“ ავრცელებს.
რამდენიმე წუთის წინ რუსეტთის ყოფილ საელჩოსთან დაწყებული დაპირისპირება განიმუხტა. სამართალდამცავების დახმარებით საელჩოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა იმ რამდენიმე ადამიანმა ,რომელიც ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობოდა.
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან "ევრაზიული არჩევანისა" და "თავისფალი ზონის" წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.
რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები გაატარა. ეს ნაბიჯი რუსეთმა მანამდე გადადგა, სანამ დღეს, ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმის შედეგები გახდება ცნობილი და არ დაელოდა ევროკავშირის რეაქციას.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის პარალელი გაავლო და სააკაშვილის გადაწყვეტილებას ცეცხლის გახსნის შესახებ "უალტერნატივო" უწოდა:
დილიდან მიმდინარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ორ კითხვას უნდა უპასუხოს: სურს თუ არა რუსეთთან მიერთება და სურს თუ არა ყირიმის ადრინდელი კონსტიტუციის აღდგენა.
14 მარტს დაკავებული კუდ–ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელსაც ხელს ასევე აწერს დაკავებულის ადვოკატი რომეო საჯაია, ლევან ქარდავა გამოძიების მხრიდან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტს ასახელებს.