
ვლადიმირ პუტინის განცხადებისა და რუსეთის ფედერაციაში ყირიმისა და სევასტოპოლის ორ სუბიექტად შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერმინისტრმა სამხედრო ნაწილების მეთაურებთან თათბირი გამართეს.
თათბირი ტარდება ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული უკრაინული სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობასთან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვფრის იმ მონაკვეთში, სადაც განთავსებულია უკრაინული არმია, უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრა დაიწყეს.