-
2014-03-18 17:26
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „გარკვეული იმედგაცრუება“ მიიღო გიორგი მარგველაშვილისგან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი, მისი თქმით, მასზე უკეთესი პრემიერმინისტრია,-ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ პრომოდან გახდა ცნობილი, რომელიც სრულად დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ გავა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს „სხვა თვისებები აღმოაჩნდა“ და რომ ვერ გაუგია, რატომ აირჩია მან საგარეო საკითხებში ფავორიტად ვანო მაჭავარიანი, რომელიც მიხეილ მაჭავარიანის ძმაა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თავის ახალგაზრდობას აგონებს და მასზე უკეთესი პრემიერმინისტრია, ხოლო გურამ ოდიშარია არ გადის კარგი მინისტრების სიაში.