-
2014-03-18 18:13
ისრაელელი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, ისრაელის სპეცსამსახურის „ნატივის“ ყოფილი უფროსი იაკობ ქედმი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიყვანს ჯარს.
„დაიწყება პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომი“, - ამბობს ექსპერტი „ინო ტვ“-ს ეთერში და ასახელებს თარიღს, როცა რუსეთი უკრაინის მატერიკულ ნაწილში შეიჭრება.
„პუტინს არ სჭირდება არც ყირიმი, არც უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი. პუტინს სჭირდება უკრაინა მთლიანად! და რუსეთი წავა ყველაფერზე, ინტერვენციაზეც კი, რათა უკრაინა კონტროლქვეშ შეინარჩუნოს“, - ამბობს ისრაელელი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი.