
კახეთში ძლიერი ქარის გამო ელექტროსადენები დაზიანდა. ამ მიზეზით ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება 45.000 აბონენტს.
მრავალწლოვანი ხეები ქარმა, ძირითადად, გურჯაანსა და თელავში მოგლიჯა. ქარის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტრობოძები და სადენები.
კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიაში განმარტავენ, რომ დაზიანებების აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსახლეობას დენი დღის ბოლომდე აღუდგება.