
აფხაზმა ომის ვეტერანებმა, სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის წევრებმა ყირიმის თვითგამოცხადებულ და რუსეთის მიერ აღიარებულ „ყირიმის რესპუბლიკას“ მიმართა თხოვნით, მიიღონ მოხალისეები აფხაზეთიდან.
ამის შესახებ განცხადება თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ გააკეთა.
რუსულ გამოცემასთან საუბარში მან განაცხადა, რომ აფხაზები მზად არიან, წავიდნენ ყირიმში მოხალისის ეგიდით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთიდან ყირიმში წამსვლელთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ფოტოზე: სევასტოპოლის ხედი