უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენუხმა რადაში გამოსვლის შემდეგ გადადგომაზე განცხადება გააკეთა. მან უარყო მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყირიმში განთავსებულ სამხედრო ნაწილებს ბრძანებას დროულად არ უგზავნიდა.
ხელისუფლება ერეკლე კოდუას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდა, რაზეც მან უარი განაცხადა – ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე გაზეთ “ქრონიკა +”-ში ავრცელებს.
გამოცემა "ნიუპრესი" იტყობინება, რომ წყალტუბოში ტაქსის მძღოლი საკუთარ მანქანაში, მოკლული იპოვეს. გამოცემის ცნობით, შსს ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს იშვიათი ფოტო, სადაც (მარცხნიდან მესამე) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროსაა გადაღებული.
„შეუცვლელი არავინაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუცვლელია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად“, -პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ფრაზის შემდეგ პრესა შესაცვლელ მინისტრებზე ალაპარაკდა.
უკრაინის ქალაქ როვნოში სამშაბათს ღამით მოკლეს ნაციონალისტური ორგანიზაციის - „მემარჯვენნე სექტორის“ წევრი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელიც „საშკო ბელის“ სახელითაც არის ცნობილი.
ამერიკელი ჟურნალისტებისთვის იმდენად უცნაური და გასაკვირი აღმოჩნდა აშშ-ში ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით აღზევებული „უმანკოების მეჯლისი“, რომ ამაზე მათ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
სანტიაგო მენდოსი, კოლუმბიელი ბავშვი უჩვეულო სიმსუქნით გამოირჩევა და ალბათ, ჩვილ ბავშვთა შორის მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანია - ის 21 კგ-ს იწონის.
მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს შეუჩერდება "დიდი რვიანის" წევრობა მანამ, სანამ არ შეიცვლის დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებაში.
ჟურნალისტი, მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი კინოს სახლთან სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როცა იქ "ევრაზიის კავშირის" მიერ წინასწარ დაგეგმილი, ნატოს საწინააღმდეგო კინოჩვენება მიმდინარეობდა.