
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ქალმა მამაკაცის გვამი დაწვა. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, შემთხვევა შალის ქარხნის კუთვნილ კორპუსში მოხდა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მამაკაცი დმანისის რაიონიდან სტუმრად იყო შულავერში ქალთან ჩასული და მის სახლში ინფარქტით გარდაიცვალა. მამაკაცის გარდაცვალების დაფარვის მიზნით ქალმა, დაახლოებით ღამის ორი საათისათვის ცხედარი სახლიდან გარეთ გაიტანა და ეზოში ცეცხლი წაუკიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებულია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.