
პროკურატურისგან მაქვს დასტური, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ,– ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე ,,ისეტერიკა“ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისთვის გაურკვევლი მიზეზით ატეხა. პრემიერის აზრით, სწორედ ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს გამოძიების მშვიდ გარემოში წარმართვა.
,,ისტერიკა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო. პირველ რიგში, მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ გამოძიება მშვიდად და გამჭვირვალედ წარიმართოს. პროკურატურისგან მაქვს სრული დასტური, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.