
შალვა თათუხაშვილისა და რომან შამათავას დასჯას რუსეთი პირდაპირ ითხოვდა,– ამის შესახებ თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქზე“ წერს.
,, 2007 წლის 20 სექტემბერს კოდორის სპეცოპერაციის დროს ჩვენმა ქართველმა სპეცრაზმელებმა, მათ შორის შალვა თათუხაშვილმა და რომა შამათავამ გაანეიტრალეს დივერსიული ჯგუფი, რომლის დროსაც მოხდა ორი რუსი დივერსანტი ოფიცრის არტურ დვორკინის და ვიცე-პოლკოვნიკი იგორ მუზოვატკინის ლიკვიდაცია, ხოლო დანარჩენი 7 დივერსანტი დააკავეს.
ამისათვის რუსეთმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენი ბიჭების დასჯა. როგორც ხედავთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, პირნათლად ასრულებს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს!”- წერს ანი ნადარეიშვილი და ამის დასტურად ,,რია ნოვოსტის“ 2007 წლის 27 ოქტომბრის სტატია მოჰყავს.
,,МИД России потребовал выявить и наказать организаторов и исполнителей нападения на абхазских пограничников,–
ვაფრთხილებ ამ ხელისუფლებას, რომ რომა შამათავას, რომელიც დაკავებული გყავთ და ამჟამად იმყოფება ციხეში, აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით, რომლის მთავარი მოწმე არის აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტი ბაღაფში, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, ხოლო რაც შეეხება შალვა თათუხაშვილს, მის მკვლელობას არ გაპატიებთ საქართველო!!!“– წერს ნადარეიშვილი.