
ევროკომიასიამ საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში საქართველოს ყოფილ პრემირმინისტრზე ვანო მერაბიშვილზეა საუბარი. ევროკომისია პროკურორების მხრიდან მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული შეუფერებელი ზეწოლის შესახებ გავრცელებული ბრალდებების სათანადოდ გამოიძიებას მოითხოვს.
"25 სახელმწიფო მოხელე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ, პასუხისგებაში მიეცნენ სხვადასხვა კრიმინალური ბრალდებით. მათ შორისაა ყოფილი პრემიერმინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.
მოგვიანებით, 2014 წლის თებერვალში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორების მხრიდან მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული შეუფერებელი ზეწოლის შესახებ გავრცელებული ბრალდებები სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული", – ნათქვამია ანგარიშში.