რუსეთის ნაკრების ექსმეკარე: პუტინს დასცინიან - რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი, ის სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს

რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, სტენლის თასის გამარჯვებული ილია ბრიზგალოვი აშშ-ში ცხოვრობს და championat-თან ინტერვიუში რუსეთიზე და გაუქმებულ გამარჯვების აღლუმზე ისაუბრა.

>>>

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 285 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 27,967 შეადგინა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 872 ადამიანი დაავადდა.

>>>

კიევში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 10% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია

კიევში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 10%-ს ჯანდაცვის მუშაკები შეადგენს. ამის შესახებ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, კიევში კორონავირუსი ჯანდაცვის 148 მუშაკს დაუდგინდა.

>>>

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა

თბილისის მერიასთან ტრანსგედნერმა ქალმა თავს დაწვა სცადა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, რადგან საქართველოს სახელწიფო ჩემზე არ ზრუნავს, ამიტომ თავს ვიწვავ“, - აცხადებდა მოქალაქე.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდგინდა, 58 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 38 ადამიანს დაუდგინდა - ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

>>>

ბორის ჯონსონი - პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ დაავადების პიკი გადავლახეთ, ახლა მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ კონტროლი და კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

>>>

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 289 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 289 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში, ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა 24 376-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.

>>>

ამირან გამყრელიძე - ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები დავიწყეთ, ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებს, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - დღეს ჭარბობს აზრი, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ კარგია - არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.

>>>

რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. ეპარქია განცხადებაში ეხმაურება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მონასტრის წინამძღვარი დავით კობაიძეა დაკავებული და აღნიშნავს, რომ კობაიძე მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?